სამართალი
თეა წულუკიანმა ბიზნესმენებს ყოფილი პატიმრების დასაქმება სთხოვა

1-zek-samart-2საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. თეა წულუკიანმა ბიზნესმენებს თხოვნით მიმართა, დაასაქმონ ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზმის" პროგრამაში ჩართული ყოფილი მსჯავრდებულები.

გათავისუფლების შემდეგ ჩვენ 1040-მა ყოფილმა მსჯავრდებულმა მოგვმართა. აქედან დღეისთვის პროგრამაში აქტიურად არის ჩხართული 760 ბენეფიციარი, საიდანაც ჩვენ შევძელით და 103-ის დასაქმებაში მივიღეთ მონაწილეობა. 103 ყოფილი პატიმრიდან დანაშაული განმეორებით ჩაიდინა მხოლოდ ერთმა... დღეს სახელმწიფო და მთავრობა არის სხვანაირი, ვიდრე გასული 9 წლის განმავლობაში იყო... არსებობს პასუხისმგებლობა, რაც მაქვს მე და რაც გაქვთ თქვენ, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო და კერძო სექტორი არის გაყოფილი. ამას ჰქვია ქვეყნის უკეთესი მომავალი და სოციალური პასუხისმგებლობა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.