სამართალი
მეშვიდეკლასელი გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულს სასჯელი არ შეეფარდა

1-gaupat-samart-3საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. მე-7 კლასელი გოგონას გაუპატიურებაში ერთ-ერთ ბრალდებულს, რომელიც 14 წლის არის, სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა შეუფარდა, ხოლო მეორე ბრალდებულს სასჯელი არ დაეკისრა, რადგან ის 13 წლისაა. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით კი პირს პასუხისმგებლობა 14 წლიდან ეკისრება.

დაზარალებული 12 წლის გოგონას ჩვენებიდან ირკვევა, რომ მოძალადეები გოგონას ვიდეოს გამოქვეყნებით აშანტაჟებდნენ, თანატოლები კი სკოლაში დასცინოდნენ. ექსპერტიზამ გოგონაზე სექსუალური ძალადობის ფაქტი დაადასტურა.

მშობლებმა გოგონა იმავე სკოლაში დააბრუნეს. თუმცა, ოჯახის გადაწყვეტილებით, სოციალურ მუშაკებს მსხვერპლთან შეხვედრის საშულება არ ეძლევა. ბრალდებულები კი ამჟამად სკოლაში არ დადიან.