საზოგადოება
ბაბლუანის „მშვიდობით, იარაღო“ და პირდაპირი კითხვარი ივანიშვილს

1-Oliko-sazog-2საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. 15 დეკემბრიდა ნ„საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ოლიკო ბაბლუანის საავტორო გადაცემა „მშვიდობით, იარაღო" გავა.

ეს არის ფრანგულ-ქართული პროექტი, სოციალური შოუ, რომელიც ბინაში იმართება. ეს ბინა მდებარეობს ვერაზე, ეს არის ჩემი საავტორო პროექტი. ჩვენ გადაცემაში ბევრი საინტერესო სტუმარი გვყავდა, მათ შორის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი. მე ვერ ვისაუბრებ გადაცემის დეტალებზე, მირჩევნია, რომ ეს გადაცემა გავიდეს და შემდეგ ყველამ ერთად ვნახოთ, თუ რა თემებზე ვისაუბრეთ. ამ გადაცემაში განსხვავებული სოციალური ფენის ადამიანები, ყოველგვარი ფსიქოლოგიური და მენტალური ბარიერის გარეშე იკრიბებიან და საუბრობენ საინტერესო თემებზე. გადაცემა რამდენიმე ნაწილად გავა ეთერში, პირველ ნაწილში ბატონ ბიძინასთან გვქონდა 35-წუთიანი პირდაპირი კითხვარი და შემდეგ სხვა სტუმრებიც შემოგვიერთდნენ,"- განაცხადა ოლიკო ბაბლუანმა "პირველ რადიოსთან" საუბრისას.