აქტუალური
საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. „თავისუფალი დემოკრატები“ ავრცელებენ საგანგებო განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:
„აღნიშნული ე.წ. ხელშეკრულება, საქართველოს ტერიტორიების მიტაცებასთან ერთად, მიზნად ისახავს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტერგაციის პროცესების ხელის შეშლას...
მიზანშეწონილად მიგვაჩნია ამ საკითხის დაყენება გაერო-ს უშიშროების საბჭოზე, ეუთო-ს გაძლიერებული მუდმივი საბჭოს და დეკემბრის მინისტერიალზე;
დაუყოვნებლივ დაიწყოს კონსულტაციები ევროკავშირთან, სამხრეთ კავკასიაში მის სპეციალურ წამომადგენელთან და ჟენევის პროცესის ყველა სხვა თანათავმჯდომარესთან პლენარული ან საგანგებო სხდომის მოწვევის მოთხოვნით;
მოვუწოდოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, შესაბამისი შეფასება მისცენ ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას;
საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ დაიწყოს მზადება რუსეთის ფედერაციასთან ორმხრივ ფორმატში პოლიტიკური ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით გადასადგმელი ნაბიჯებისა და შესაძლო განვითარებებზე რეაგირებისთვის.“