სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას იწყებს

1-minVd-samart-1საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრო, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას - არა ძალადობას!“ იწყებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ კამპანიის პრეზენტაციას შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, მისი მოადგილე ლევან იზორია, ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების მინისტრი დავით სერგეენკო, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, აშშ-ს ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი, INL-ის უფროსი ტრეისი ნიუველი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Woman), საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სტუმრებისთვის კამპანიის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო ვიდეორგოლის ძალადობა დასჯადია“ ჩვენება გაიმართა, რომელიც სამი კვირის განმავლობაში სატელევიზიო ეთერში განთავსდება. მოსახლეობას მიეწოდება ინფორმაცია, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე - „112“ ან მიმართონ უბნის ინსპექტორს.

შსს-ს ინიციატივით, 2013 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, ოჯახში ძალადობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.