სამართალი
შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა

1-realizator-samart-2საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს და ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ილდიზარ მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 58,2080 გრ ნარკოტიკული საშუალება ოპიუმი ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ილდიზარ მ. ნარკოტიკულ საშუალებას პერიოდულად ყიდდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.