სამართალი
სოსო ბარათაშვილი: „ე.წ. კაბელების საქმეს გრიფი სანახევროდ მოეხსნა“

1-saso-samart-3საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ნახევრად მოეხსნა. ადვოკატი სოსო ბარათაშვილი თავდაცვის სამინისტროსა და პროკურატურაში ამ ინფორმაციის გადამოწმებას გეგმავს.

„მოგვაწოდა სხვადასხვა სააგენტომ ინფორმაცია, რომ ჯერ კიდევ გასულ კვირას თავდაცვის სამინისტრომ მასალების დიდ უმრავლესობას, რომელიც გასაიდუმლოებული იყო მის მიერ, მოხსნა საიდუმლო გრიფი და გადაუგზავნა პროკურატურას. პროკურატურას, თავის მხრივ, აქვს კიდევ გრიფი დადებული და იმის გამო, რომ არ ხსნის გრიფს, გვიფერხებს საქმის მოწოდებას და თავის უკანონობას, რაც გამოიხატა იმაში, რომ საქმის მასალების გაცემაზე საერთოდ უარი თქვა, კიდევ უკანონობას უმატებს", - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.