სამართალი
შსს-ს მომსახურების სააგენტოს ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის დელეგაცია ესტუმრა
1-Agentstvo-samart-1საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. სტუმრებმა სააგენტო დაათვალიერეს და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის ავიაციის საბჭოს უფროსმა ალექსანდრე სუსკინსიმ, დაუგავპილსის ტერიტორიული საბჭოს ემიგრაციის სამსახურისა და სასაზღვრო კონტროლის უფროს აიგარს ზვაიგზნესთან ერთად, მართვის მოწმობის იმიტირებული გამოცდა გაიარა და ახალ 3D ფორმატის ბილეთებს გაეცნო. სტუმრებმა მართვის მოწმობის პრაქტიკული ნაწილის ავტოდრომი დაათვალიერეს და სანომრე ნიშნების ბეჭდვის პროცედურას დაესწრნენ.