სამართალი
სააკაშვილი: „ივანიშვილის ხელისუფლების მიერ რუსეთთან წარმოებილი "დალაგების" პოლიტიკის პირობებში, აფხაზეთის ანექსიას პუტინი უხმაუროდ აფორმებს
sam-2საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მეგობრის სტატუსს აზიარებს, სადაც, კერძოდ, წერია: რაში მდგომარეობდა და მდგომარეობს ივანიშვილისეული დალაგება, რის გასაფუჭებლად მოვიდა ის ვიცით, მაგრამ, სააკაშვილის ერთი წლის წინანდელი განმარტება უნდა გაგახსენოთ:
"მთელი ეს წლები მე ვამბობდი, რომ რუსეთი ოკუპანტია, ივანიშვილი: საქართველომ გააბრაზა რუსეთი. მე ვამბობდი, რომ რუსეთი თავს დაგვესხა, ივანიშვილი: ომი საქართველომ დაიწყო. მე ვამბობ, რომ ცივილიზებულმა სამყარომ რუსეთი ოკუპანტად აღიარა, ივანიშვილი ამბობს: უნდა გამოვიძიოთ ომის დაწყებაში სააკაშვილის დანაშაული. მე ვამბობ, რომ უნდა გავაპროტესტოთ და შევაჩეროთ მცოცავი ოკუპაცია, ივანიშვილის ციტატა: ეს გაუგებრობაა, რუსეთი სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოებაზე ზრუნავს. მე ჩავედი დვანში და ვამბობდი, რომ უნდა ჩავიდეთ ყველანი იქ და დავდგეთ ხალხის გვერდით, ივანიშვილის ციტატა: არ მცალია, ბევრი სხვა საქმე მაქვს... მე ვამბობ, რუსეთ-საქართველოს ომის რუსი გმირის მიერ, რომელიც ბომბავდა საქართველოს, ანთებული ჩირაღდნის ქვეშ ასპარეზობა სერიოზულ ეჭვს იწვევს და დასაფიქრებელია. ივანიშვილი ამბობს: დიპლომატიას ერთ მეჩირაღდნეს არ გადავაყოლებთ."