სამართალი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ პატრიკ დე რუზიეს შეხვდა

Ruzie-samart-1საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. მთავრობის მეთაურმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა საქართველოში ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის პირველი ვიზიტის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ინტენსიფიკაციის კიდევ ერთი დადასტურებაა.

პრემიერის განცხადებით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი შეუქცევადია, რადგან ის არის ქართველი ხალხის არჩევანი, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირთან თანამშრომლობის გაფართოების პარალელურად საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მჭიდრო ურთიერთობას ნატოსთან და უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის ეფექტური იმპლემენტაციისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს.