სამართალი
თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე გენერალ პატრიკ დე რუზიეს შეხვდა

Mindia-samart-2საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი.  შეხვდა. მინდია ჯანელიძემ ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე თავდაცვის სამინისტროში მიიღო.  შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და   ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობას და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობას. გენერალმა პატრიკ დე რუზიემ საქართველოს თავდაცვის მინისტრს ქართველი სამხედროების მიერ მისიაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

მინდია ჯანელიძემ განაცხადა, რომ საქართველო მზად არის საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად აქტიურად   მიიღოს მონაწილეობა მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მნიშვნელობა საქართველოში.