სამართალი
ნინო ბურჯანაძე წალკის საკრებულოში მომხდარი ინციდენტის დროულ გამოძიებას ითხოვს

Nina-samart-3საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. წალკის საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, დემოკრატიულ მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერი გამოძიების დაწყებას ითხოვს. ნინო ბურჯანაძე საგამოძიებო უწყებებს მიმართავს და ცემის ფაქტის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს.

ჩვენ კატეგორიულად ვითხოვთ ხელისუფლებისგან, რომ უმკაცრესი ზომები იყოს მიღებული იმ ადამიანების მიმართ, რომელიც სარგებლობენ ბოროტად თავიანთი თანამდებობით და ებრძვიან პოლიტიკურ ოპონენტებს მუშტი-კრივით და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით“,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.