საზოგადოება
ლევან იზორია: „საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტისთვის ვეტოს დადებასთან დაკავშირებით, უპასუხისმგებლოა“

Nonsens-sazog-3საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეს განცხადება ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გააკეთა.
"ნონსენსია, რომ პრეზიდენტმა ზეპირად დაადოს ვეტო. ვეტო თავისი სამართლებრივი ბუნებით ნიშნავს სამართლებრივ შენიშვნებს, გავიდა განცხადებიდან 5 საათი და ეს შენიშვნები ჯერ კიდევ არ არის მომზადებული. ასეთი მოუმზადებელი და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ქვეყნის უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. თავად მისივე გადაწყვეტილებით, საუბარია პრეზიდენტის ვეტოზე, შემჭიდროებულ ვადებში უნდა მიეღო პარლამენტს გადაწყვეტილება. 1 დეკემბრამდე პროცესი თუ არ დასრულდა, შესაძლოა მოსმენები საერთოდ შეწყდეს", - განაცხადა ლევან იზორიამ.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გუშინ, კვირას, დეპუტატები ექსტრენულ სხდომაზე ქუთაისში, პარლამენტში შეიკრიბნენ და ხმათა უმრავლესობით - 82 „მომხრე“ - დაძლიეს პრეზიდენტის ვეტო, რომელმაც იძულებით მოაწერა ხელი მისთვის ხელმეორედ გადაგზავნილ ცვლილებების გარეშე კანონპროექტს.