პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „რეგიონების განვითარება ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია, მომავალი წლიდან კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს რეგიონული პროექტების ხელშეწყობას“
Prem-polit-2საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომელსაც მთავრობის მინისტრები, მხარის რწმუნებულები და პარლამენტის წევრები დაესწრნენ. შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე – კომისიის მიზნებსა და ამოცანებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო რეგიონული განვითარების საკითხებს, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საგანმანათლებლო მიმართულებით.
კომისიის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ახლო მომავალში საზოგადოებას რეგიონული განვითარების კონცეფციას წარუდგენს.