სამართალი
შს მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

Armenya-samart-1საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. 1 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან.
ალექსანდრე ჭიკაიძე ასევე შეხვდა სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსს, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსს და საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრს.

შეხვედრაზე მხარეები სამართალდამცავ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ რეფორმებს და ამ მიმართულებით დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს.