სამართალი
შსს-მ ყვარელში პოლიციელის მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

Sled-samart-2საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამართველოს თანამშრომლებმა ილია . განზრახ მკვლელობის ბრალდებით ყვარელში, კუდიგორის ქუჩაზე დააკავეს.

ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, წლების წინ მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, ყვარლის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელს, პოლიციის კაპიტან გელა -ს გადაჭრილი სანადირო თოფიდან ზურგში ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.