სამართალი
„თბილისი მარიოტში“ „ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულის“ შემაჯამებელი კონფერენცია ჩატარდა

BadaSvili-samart-3საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავარი პროკურატურის ორგანიზებით, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“  „ოჯახური დანაშაულის  წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულის“ შემაჯამებელი კონფერენცია  ჩატარდა, რომელიც შესავალი სიტყვით მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა გახსნა: „ეს არის პირველი შემთხვევა, როცა სახელმწიფო სტრუქტურები, არასამთავრობო და საერთაშორისო  ორგანიზაციები, სამეცნიერო წრეები და კერძო სექტორი დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად  გაერთიანდნენ. პროკურატურა მზადაა ყველა მათგანთან სათანამშრომლოდ, რათა დაიგეგმოს ეფექტური ნაბიჯები აღნიშნულ გამოწვევასთან საბრძოლველად“, - აღნიშნა ბადაშვილმა და პროექტის მიმდინარეობისას გაწეული თანადგომისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს მადლობა გადაუხადა.

„ოჯახში დანაშაულის  წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულის“ ფარგლებში პროკურატურამ მოსახლეობასთან საინფორმაციო სახის 42 შეხვედრა გამართა, რომელშიც მონაწილეობა 21-მა პროკურორმა და 2256-მა მოქალაქემ მიიღო.