სამართალი
კახა კუკავა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს წერილით მიმართავს

Kuki-samart-1საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის წერილში, კერძოდ, ნათქვამია:
„2014 წლის 29 ნოემბერს ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა „სუბიექტურ აზრში“ თქვენ განაცხადეთ, რომ არ ფლობთ ინფორმაციას დღევანდელი ხელისუფლების პირობებში უკანონო მოსმენების შესახებ. შესაბამისად, მოგაწვდით ასეთ ინფორმაციას:

2012 წლის დეკემბერში მთავარ პროკურატურაში დაიწყო  გამოძიება ,,ტელეარხი 25’’-ის მფლობელების  წინააღმდეგ. 2013 წლის 17 დეკემბერს მთავარ პროკურატურაში დაიბარეს ტელეკომპანიის მფლობელები გიორგი სურმანიძე და ჯემალ ვერძაძე, რომლებსაც სამმართველოს უფროსმა ბაღაშვილმა და პროკურორმა ფაღავა ანახვეს, მათივე თქმით, 2012 წელს 24 თებერვალს კუდ-ის მიერ ფარულად გადაღებული ვიდეო მასალა, რომლის საფუძველზეც  მიუთითებდნენ, რომ ტელეკომპანიის იმჟამინდელმა მფლობელებმა მიიღეს გარკვეული თანხები.

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიის მფლობელებმა უარი თქვეს პროკურატურისთვის სასარგებლო ჩვენების მიცემაზე, 2013 წლის 20 დეკემბერს ყადაღა დაედო მათ ქონებას და საბანკო ანგარიშებს.

გთხოვთ, მიმართოთ მთავარ პროკურატურას დაიწყოს გამოძიება:

ყოფილი კუდ-ის ჩინოვნიკების მიმართ - ტელეკომპანია 25-ის მფლობელების საუბრების უკანონო ჩანაწერების მოპოვების ნაწილში; და მთავარი პროკურატურის მოქმედი ჩინოვნიკების მიმართ - ამ ჩანაწერების უკანონოდ შენახვის და გამოყენების ნაწილში“.