სამართალი
შსს-მ რუსთავში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

Raskril-samart-2საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს და შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა თარ . ყაჩაღობის ბრალდებით ცხელ კვალზე რუსთავში, კოსტავას ქუჩაზე, იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის გაქურდვის მცდელობისას ოჯახის წევრების მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო მიმალვას ცდილობდა.

ბრალდებულმა ამავე დღეს რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოქროულის მაღაზია „კიდობანი“ ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით დააყაჩაღა, დიდი ოდენობით ძვირფასეულობა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას „მაკაროვი“-ს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, მოპარული ნივთები, დაყაჩაღებული ძვირფასეულობის ნაწილი და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს.