სამართალი
შსს-მ ხულიგნობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

Xuligan-samart-3საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გიორგი კ. ხულიგნობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გიორგი კ-მ, თემურ კ-მ და ამირან კ-მ ჩოხატაურის რაინოს სოფელ ჯვარცხმაში ოლეგ რ-ს და მის მეზობელ ლაშა შ-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შემდეგ გიორგი კ-მ სანადირო თოფიდან ოლეგ რ-ს სახლის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

ოლეგ რ-ს მეუღლემ - ნანა შ-მ მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა. სამართალდამცველებმა გიორგი კ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს, ხოლო თემური კ-მ და ამირან კ-მ მიმალვა მოახერხეს.