სამართალი
შს მინისტრის მოადგილე ვახტან გომელაური „BP-საქართველო“-ს ხელმძღვანელს შეხვდა

Gomel-samart-1საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს შს მინისტრის მოადგილე, პოლიციის გენერალ-მაიორი ვახტანგ გომელაური, შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ფანცულაია და ცენტრის სხვა წარმომადგენლები საქართველოში „ბრითიშ პეტროლიუმ“-ის (BP) ახალ გენერალურ მენეჯერ კრის შლიტერს და „BP-საქართველო“-ს უსაფრთხოების სამსახურის უფროს სანდრო ჩიტაძეს შეხვდნენ.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის უსაფრთხოების საკითხები. საუბარი ასევე შეეხო სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტის („SCPX“) ფარგლებში გაზსადენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით არსებულ ვითარებას.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის და „BP-საქართველო“-ს წარმომადგენლების შემადგენლობით ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც მუდმივ კოორდინაციას გაუწევს აღნიშნული პროექტის მიმდინარეობას.