სამართალი
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გახსნა

Katastrof-samart-2საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრ ელგუჯა ხოკრიშვილთან ერთად, გაერო-ს კატასტროფების რისკის შემცირების ოფისის (UNISDR) მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა გახსნა.

სამუშაო შეხვედრები – შესაძლებლობების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე კატასტროფების რისკის შემცირების და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის სფეროში“ გაერო-ს გლობალური კამპანიის – „გავხადოთ ქალაქები მდგრადი“ – ფარგლებში ტარდება და მსოფლიოს 2217 ქალაქს მოიცავს. შეხვედრების მიზანია ხელი შეუწყოს ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში კატასტროფების რისკის შემცირების და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის სფეროში შესაძლებლობების გაძლიერებას, ქალაქებს შორის თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებას და კატასტროფების რისკის შემცირების ღონისძიებების ინტეგრირებას ადგილობრივ პროგრამებსა და ინიციატივებში.

სამუშაო შეხვედრები შსს-ს აკადემიაში 5 დეკემბრამდე გაიმართება.