სამართალი
კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 50-ე ადგილზეა

Index-samart-3საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. საერთშორისო ორგანიზაციის Transparency International-ის მიერ შედგენილი კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით საქართველომ წელს პროგრესი განიცადა და 52 ქულით 50-ე ადგილზე გადაინაცვლა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, საქართველო ამავე კვლევაში 55-ე ადგილზე იმყოფებოდა და მდგომარეობა 5 პოზიციით გაიუმჯობესა. ამავე დროს, საქართველო უსწრებს ევროპის ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა ჩეხეთის რესპუბლიკა, სლოვაკეთი, ხორვატია, ბულგარეთი, საბერძნეთი, იტალია, რუმინეთი და თურქეთი. საქართველო ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას, ბალტიისპირეთის გამოკლებით, მნიშვნელოვნად უსწრებს. ინდექსის მიხედვით, თურქეთი - 64-ე, სომხეთი 94-ე, მოლდოვა 103-ე, ბელარუსი 113-ე, აზერბაიჯანი და ყაზახეთი 126-ე, რუსეთი და ყირგიზეთი 136-ე, უკრაინა 142-ე, ტაჯიკეთი 152-ე, უზბეკეთი 166-ე და თურქმენეთი 169-ე ადგილებზე იმყოფებიან. კვლევის მიხედვით, ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანაა დანია. ხუთეულში ასევე არიან: ახალი ზელანდია, ფინეთი, შვედეთი და ნორვეგია.