სამართალი
ექსპერტი ვაჟა ბერიძე: “ლარის კურსზე თავის წილი პასუხისმგებლობა აქვს ფინანსთა სამინისტროსაც“

VaJa-samart-1საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვაჟა ბერიძე, ეროვნული ვალუტის გაუფასურებასა და აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ლარის კურსის ვარდნის შეჩერება ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციაში არ შედის.

"ლარის კურსის პრობლემა არის ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ნაწილი და მთავარი პასუხისმგებლობა ბუნებრივია ეროვნულ ბანკს ეკისრება, თუმცა ეროვნული ბანკის მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები ვერ იქნება წარმატებული, თუ მთავრობასთან, ფინანსთა სამინისტროსთან არ იქნება შეთანხმებული. აქედან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს თავისი წილი აქვს პასუხისმგებლობის ლარის კურსის მდგრადობასთან დაკავშირებით... წინაპირობები ინფლაციის უკვე სახეზეა და შემდგომი გაუფასურებაც ამ მიმართულებით სერიოზული ფაქტორი იქნება", - განაცხადა ვაჟა ბერიძემ "პირველ რადიოსთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის მტკიცებით, ლარის კურსის რყევასთან დაკავშირებით შეკითხვები მისი კომპეტენციის ფარგლებს სცდება.