სამართალი
რკინიგზის თანამშრომელთა 8-დღიანი გაფიცვა შეთანხმებით დასრულდა

zabastovka-samart-2საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს რკინიგზაში თანამშრომლებმა გაფიცვა დაასრულეს. რვადღიანი საპროტესტო აქცია მოლაპარაკებების შემდეგ რკინიგზის ადმინისტრაციასა და ახალი პროფკავშირების წარმომადგენლებს შორის შეთანხმების ხელმოწერით დასრულდა, რომელიც 2015 წლიდან ანაზღაურების ახალი სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს.

თანამშრომლები მიიღებენ საახალწლო პრემიას ხელფასის 50 პროცენტის ოდენობით. ამასთან, ახალი სისტემა ითვალისწინებს თანამშრომელთა ატესტაციის გზით მათი ხელფასის მატებას, თუმცა ატესტაციის წარუმატებლად გავლის შემთხვევაში, უზრუნველყოფილია მინიმალური ხელფასის შენარჩუნება.

შეთანხმების დეტალები მედიას რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კოკა გუნცაძემ, პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა და პროფკავშირების თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძემ გააცნეს.