სამართალი
საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის შეხვდა.
„საუბრის მთავარი თემა შეეხებოდა არსებულ პაკეტს, რომელიც საქართველომ უელსის სამიტზე მიიღო და მისი იმპლემენტაციის პროცესს. ნატო-ს შტაბბინა და ბატონი აპატურაი აქტიურად იქნება ჩართული იმპლემენტაციის გეგმის შემუშავებაში. ჩვენ თებერვალში გვექნება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელზეც ვიმედოვნებთ, რომ იმპლემენტაციის გეგმა საბოლოო სახით შეთანხმდება და დამტკიცდება. საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ პაკეტი, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს მიზნად, წარმატებით განხორციელდეს", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.