უცხოეთი
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ფედერალური საბჭოსადმი ვლადიმერ პუტინის მიმართვის წინა დღეს გამოთქვა აზრი, რომ რუსეთის პრეზიდენტის ქმედებებში სულ უფრო მეტად იკვეთება ნაციონალისტური მიდგომა
Obam-zar-1საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. პრეზიდენტი პუტინი დღეს იყენებს „ნაციონალისტურ, წარსულისკენ მიმართულ ხედვას რუსეთის პოლიტიკისადმი, რომელიც საშინლად აფრთხობს მეზობლებს და დიდ დარტყმას აყენებს მის ეკონომიკას“, - მოჰყავს „ტასსობამას სიტყვები საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით. ამერიკის პრეზიდენტმა გამოთქვა ვარაუდი, რომ პუტინის პოლიტიკური კურსი არ შეიცვლება მანამდე, სანამ რუსეთის პოლიტელიტა სათანადო ყურადღებას არ დაუთმობს საქმის ვითარებას ქვეყნის ეკონომიკაში. ამასთან დაკავშირებით ობამამ განაცხადა, რომ აშშ „ზეწოლას განაგრძობს რუსეთზე“ სანქციების შენარჩუნების გზით, რომლებიც რფ-სთვის ყირიმის შემოერთებისა და დონბასში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ დაწესდა.