უცხოეთი
რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხუთშაბათს ქვეყნის ფედერალურ კრებას გზავნილით მიმართა: ურთიერთობა დასავლეთთან

1zapad-zar-3საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. გუშინ რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გზავნილით მიმართა ქვეყნის ფედერალურ კრებას, სადაც შეფასება მისცა საერთაშორისო და შიდა პოლიტიკურ ვითარებას, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებს. სახელმწიფოს მეთაურის გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი მიეძღვნა ღონისძიებებს ეკონომიკის ლიბერალიზაციისთვის, სახელმწიფო სახსრების გახარჯვისთვის, განათლებისთვის, ჯანდაცვისა და კადრების მომზადებისთვის.

დასავლეთთან ურთიერთობებზე საუბრისას კატეგორიულად განაცხადა, რომ მოსკოვი არ აპირებს დაუფიქრებლად დაემორჩილოს მის ზეწოლას უკრაინაში არსებული სიტუაციის გამო. „თუ ევროპის რიგი ქვეყნებისათვის ნაციონალური სიამაყე დიდი ხნის დავიწყებული ცნებაა, ხოლო სუვერენიტეტი მეტისმეტად დიდი ფუფუნება, რუსეთისთვის რეალური სახელმწიფო სუვერენიტეტი არსებობის აბსოლუტურად აუცილებელი პირობაა. ეს თვალსაჩინო უნდა იყოს თავად ჩვენთვის. მინდა აღვნიშნო: ან სუვერენულები ვიქნებით, ანდა გავითქვიფებით, დავიკარგებით მსოფლიოში. და ეს სხვა სახელმწიფოებმა უნდა გაიგონ“, - განაცხადა პუტინმა.