სამართალი
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურის განცხადება

samart-1საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის თანამდებობიდან ზვიად ჯანყარაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ „ზვიად ჯანყარაშვილმა დაკავებული თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ზვიად ჯანყარაშვილი აღარ ასრულებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოვალეობას, მას მუდმივად, პრემიერის ოჯახთან ნათესაობის გამო, სხვადასხვა სახის ბრალდებ უყენებდნენ.

იმისთვის, რომ საზოგადოებას აღარ დარჩეს კითხვები და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ამ თემით სპეკულირება, ზვიად ჯანყარაშვილმა გადაწყვიტა დაეტოვებინა პარტიული თანამდებობაც. იგი არც ერთ საჯარო თანამდებობაზე აღარ იმუშავებს“.