"არ ვაპირებ, ეს ხმალი კედელზე ჩამოვკიდო! ჩვენ გვყავს საერთო მტერი და ჩვენ ამ ხმალს მანამ გამოვიყენებთ, სანამ ის საბოლოო გამარჯვებამდე არ მიგვიყვანს!" - დამნაშავე სააკაშვილი მალულად შეხვდა მარგველაშვილს პოლონეთში და რუსეთს ომი გამოუცხადა
საქართველო, 8 დეკემბერი,
საქინფორმი. საქართველოს ექსპრეზიდენტმა
სააკაშვილმა და ამჟამინდელმა -
მარგველაშვილმა უკვე მეორედ გამონახეს კონფიდენციალური შეხვედრის საშუალება. ორჯერვე ეს მოხდა ქვეყნებში, სადაც რუსეთისადმი „განსაკუთრებულ სიმპათიებს არ განიცდიან“: თავდაპირველად - უკრაინაში, სადაც ორივე პოროშენკოს ინაუგურაციაზე მიიწვიეს,
გასულ კვირას კი - პოლონეთში, სადაც მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, ხოლო ვარშავაში „კაზიმირ პულასკის ფონდმა“ მიხეილ სააკაშვილს „თავისუფლების რაინდის“ ჯილდო მიანიჭა. „გენერალ პულასკის ფონდი „
თავისუფლების რაინდის“ ამ ჯილდოს ყოველწლიურად გადასცემს:
თავისუფლების, სამართლიანობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში განსაკუთრებული ღვაწლისათვის ცნობილ პოლიტიკოსებს.
„თავისუფლების რაინდის“ წოდებასა და ჯილდოსთან ერთად, ლაურეატს გადასცემენ გენერალ პულასკის საზეიმო ხმლის კოპიოს - სწორედ ისეთს, როგორსაც ატარებდა პოლონელებისა და ამერიკელების თავისუფლებისთვის მებრძოლი, აშშ-ის დამოუკიდებლობისთვის ომში კონტინენტური არმიის გენერალი კაზიმირ პულასკი, რომელსაც „ამერიკის კავალერიის მამას“ უწოდებენ. სხვადასხვა დროს გენერალ პულასკის სახელობის „თავისუფლების რაინდის“ ჯილდო გადაეცათ: პოლონეთის პრეზიდენტ ლეჰ ვალენსას, პოლონეთის პრეზიდენტ ალექსანდრ კვასნევსკის, ლიტვის პრეზიდენტ ვალდას ადამკუსს, ლატვიის პრეზიდენტ ვაირა ვიკე-ფრეიბერგას, აგრეთვე: ჰავიერ სოლანას, ბერნარ კუშნერს, აშშ-ის სენატორ რიჩარდ ლუგარს“, - წერს ნახევრად უმეცარი სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
და აი, 2014 წლის 6 დეკემბრიდან „ამ თბილ კომპანიას“ კიდევ ერთი საპატიო წევრი - სამშობლოში მრავალრიცხოვანი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის ძებნილი, სამხედრო დამნაშავე, რომელმაც 2008 წლის 8 აგვისტოს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა და თავისი ქვეყნის მოქალაქეების გენოციდი მოაწყო, ჯალათი, რომლის ბრზანებითაც ციხეში დახვეწილად აწამებდნენ ათობით ათას უდანაშაულო საქართველოს მოქალაქეს, პრემიერ-მინისტრ ჟვანიას მკვლელი, ბიზნესმენების რეკეტიორი, ნარკომანი და სექსუალური მანიაკი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაემატა!
საქინფორმის რედაქცია