უცხოეთი
ლავროვი: „რფ-სა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლებელია“

zar-1საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. რფ-ის საგარე საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეუძლებლად არ მიიჩნევს რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას.
ამის შესახებ მან ბაზელში, ეუთოს საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელთა შეხვედრის შედეგების შეჯამებისას, განაცხადა.

იცით, ამ ქვეყნად შეუძლებელი არაფერია და, ჩემი აზრით, პრეზიდენტმა პუტინმა უკვე უპასუხა ამ კითხვას, როცა განაცხადა, რომ თუკი ამის აუცილებლობა დ აინტერესი იქნება, ყოველთვის გამოვნახავთ საშუალებას“, - განაცხადა ლავროვმა.

შეგახსენებთ, რომ 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისათვის მზაობა გამოთქვა.