სამართალი
შსს-მ ფოთში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნა

samart-2-potiსაქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ფოთის საქალაქო სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების თანამშრომლებმა ნიკა , ნუგზარ . და ირაკლი . ძარცვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

ბრალდებულებმა 30 ნოემბერს, გვიან ღამით, ფოთში, ძალის გამოყენებით შეაღწიეს ცისანა -ს ბინაში. მათ ბინის პატრონსა და მის ქალიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 2400 აშშ დოლარს და 12 857 ლარად შეფასებულ ოქროს სამკაულებს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, გატაცებული ოქროული და თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. სამივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.