სამართალი
„ყოფილი მთავარსარდალი სააკაშვილის მოწოდება - უპასუხისმგებლო, გაუმართლებელი პროპაგანდაა, რომელიც მიმართულია საკუთარი ქვეყნისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ“ - თავდაცვის სამინისტრო

samart-3-prizivსაქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: მაშინ, როდესაც თვალნათლივ გამოხატულია თავდაცვის სამინისტროს უცვლელი კურსი ნატოსკენ, ყოფილი პრეზიდენტი ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. ექსპრეზიდენტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქართველი ოფიცრები მზად არიან დატოვონ საქართველოს შეიარაღებული ძალები და სამსახური გააგრძელონ სხვა ქვეყანაში, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. შეიარაღებულ ძალებში არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როდესაც ქართველმა ოფიცრებმა დატოვეს ქვეყანა და სხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში დაიწყეს სამსახური.

ჩვენი ოფიცრები, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების სანაცვლოდ არ შეწყვეტენ  საკუთარი  სამშობლოს, საზოგადოების უსაფრთხოების დაცვას. ისინი იცავდნენ  და ყოველთვის დაიცავენ საქართველოს. ყოფილი უმაღლესი მთავარსარდლის მოწოდება არის უპასუხისმგებლო, გაუმართლებელი პროპაგანდა, რომელიც  მიმართულია  საკუთარი ქვეყნისა და სახელმწიფო ინსტიტუტების  წინააღმდეგ“.