აქტუალური
საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბ ჟვანია ქართული სახელმწიფოს დემოკრატიული აღმშენებლობის, საქართველოს ევროინტეგრაციისა და ქართული პარლამენტარიზმისგანვითარებისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სიკვდილის შემდეგ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა.
გიორგი მარგველაშვილმა ჯილდო ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებს გადასცა. პრეზიდენტის სასახლეში ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე, ქალიშვილი ანა ჟვანია, დედა რემა ჟვანია და ძმა გოგლა ჟვანია იმყოფებოდნენ.
პრეზიდენტმა დიდუბის პანთეონში კიდევ ერთხელ მიაგო პატივი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინიტრი ზურაბ ჟვანიას ხსოვნას, რომელსაც გუშინ 51 წელი შეუსრულდებოდა.
„თანამედროვე ქართული სახელმწიფოს განვითარებაში ზურას წვლილი მართლაც ძალზე დიდია... ზურა ავითარებდა არა მარტო სახელმწიფო ინსტიტუტებს, არამედ მთლიანად საზოგადოებას, მედიას, სამოქალაქო სექტორს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |