უცხოეთი
მადურო: „აშშ სანქციების შემოღებით ვენესუელის წინააღმდეგ კონფლიქტს იწყებს! უკან წაიღეთ თქვენი ვიზები, ბატონო იმპერიალისტებო, გჩუქნით!“

1maduro-zar-3საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ შაბათს განაცხადა, რომ რიგი ვენესუელელი ჩინოვნიკების მიმართ სანქციების შემოღება ვაშინგტონის მხრიდან მისი ქვეყნის წინააღმდეგ კონფლიქტს ნიშნავს.

ადგილი აქვს ფინანსურ დევნას ვენესუელის წინააღმდეგ, რათა ჩვენ ვერ შევძლოთ ჩვენი ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა, მათ სურთ ამ სანქციებით დაგვაშინონ - ჰოდა, უკან წაიღეთ თქვენი ვიზები, ბატონო იმპერიალისტებო, გჩუქნით!“, - მოჰყავს მედიას მადუროს სიტყვები.

ამავდროულად, ვენესუელის ლიდერმა აღნიშნა, რომ აშშ ცდილობს სანქციებს დაუქვემდებაროს ვენესუელის არმის უმაღლესი ხელმძღვანელობა, თუმცა ამან უკუეფექტი გამოიღო და მხოლოდ განამტკიცა ოფიცერთა მორალური სულისკვეთება. „ახლა ისინი უფრო მტკიცედ დგანან რევოლუციისა და სოციალიზმის დასაცავად!“ - აცხადებს მადურო.