პოლიტიკა
პრეზიდენტი მარგველაშვილი ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის პროცესს დაესწრება და იქ, უკვე მესამედ - კიევის და ვარშავის მერე - სააკაშვილს შეხვდება!

1Ratifikacia-polit-3საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში გაემგზავრა, სადაც 18 დეკემბერს დაესწრება ევროპარლამენტის სესიას, რომელზეც მოხდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება. ქვეყნის პირველი პირი მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს, ისტორიულ პროცესში და ქვეყანა უმაღლეს დონეზეიქნება წარმოდგენილი.

ევროპარლამენტის მიერ აღნიშნული შეთანხმების რატიფიკაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის გახდება დამატებითი სტიმული, რათა საკუთარ სახელმწიფოებში დააჩქარონ ამ დოკუმენტის რატიფიკაციის პროცესი.