სამართალი
საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-8 განყოფილების თანამშრომლებმა ალექსი კ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
დაკავებული 15 დეკემბერს, დაახლოებით 22 საათზე, დავით გურამიშვილის გამზირზე მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკა „32 დენტში“ მივიდა და მორიგე ექიმ-სტომატოლოგს ჩივილებით მიმართა. მას შემდეგ რაც კონსულტაცია გაეწია, ე.წ. ბრიტვის მუქარით 55 ლარი გაიტაცა და შემთხვევის დგილიდან მიიმალა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.