პოლიტიკა
ღარიბაშვილი: “ქედს ვიხრი ალექსანდრე გრიგოლაშვილის ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მის ოჯახს! თავდაცვის სამინისტროს მსგავსი პოლიტიკური შინაარსის განცხადება არ უნდა გაეკეთებინა“

garib-polit-3საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, თავდაცვის სამინისტრომ შეცდომა დაუშვა.
"მინდა, პირველ რიგში მწუხარება გამოვთქვა ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო და მივუსამძიმრო მის ოჯახს. მე ქედს ვიხრი ამ ადამიანის ხსოვნის წინაშე. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას, ის მეც არ მომეწონა. მიმაჩნია, რომ ამ ტიპის პოლიტიკური შინაარსის განცხადება თავდაცვის უწყებას არ უნდა გაეკეთებინა. მე ვესაუბრე თავდაცვის მინისტრს და თვითონაც ძალიან შეწუხებულია,"-აღნიშა პრემიერმა.

“თავდაცვის სამინისტრო არ უნდა აკეთებდეს მსგავს განცხადებას, მაგრამ მინდა თქვენც გთხოვოთ, რომ ამ ფაქტის დრამატიზებას ნუ მოვახდენთ. შეცდომა ყველას მოსდის, არავინ ვართ შეცდომისგან დაზღვეულნი.  შეცდომას სჭირდება აღიარება და ბოდიშის მოხდა, რაც ჩემი აზრით, თავდაცვის მინისტრს არ გაუჭირდება,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.