საზოგადოება
მამუკა ღლონტი: „ოცნება“ “მაზოხისტური“ ორგანიზაცია, რომელიც რ2-ს ქვეყნის მტრად მიიჩნევს და მასთან მილიონები მიაქვს“

Glonti-sazog-3საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. ტელეკომპანია „მაესტროს“ ყოფილი მფლობელი მამუკა ღლონტი „მაესტროში“ განვითარებულ მოვლენებზე პოლიტიკოსებისა და საზოგადოების გამოხმაურებას სოციალურ ქსელით ეხმაურება.

“ეს პოსტი კონკრეტულად “მაესტროში“ მიმდინარე მოვლენებს არ ეხება!!! ბევრი პოლიტიკოსი წუხდა გუშინ “მაესტროს“ გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, გულის ამრევია ჩემთვის მათი წუწუნი. “ნაციონალური მოძრაობა“ მედიის პირველი მტერი, ჟურნალისტების ცემაზე და მოსყიდვაზე გაწაფული პარტია. “ოცნება“ ვერ შემდგარი “ნაციონალური მოძრაობა“ ჟურნალისტების ლანძღვაზე და დაყოფაზე გაწაფული კოალიცია, რომლებიც იმდენად არადეკვატურნი არიან, რომ კრიტიკას მტრობად აღიქვამენ, “ოცნება“ “მაზოხისტური“ ორგანიზაცია, რომელიც რ2 ს ქვეყნის მტრად მიიჩნევს და მასთან მილიონები მიაქვს. და ბოლოს საზოგადოების დიდი ნაწილი, რომლებიც ჟურნალისტებს სამართლიანებად და არასამართლიანებად კი არა, “თავისიანებად“ და “სხვისიანებად“ ჰყოფს. მოკლედ, ცუდებიც და კარგებიც “ქვედა ტანში“ ვართ", - წერს ღლონტი.