პოლიტიკა
მაია ცქიტიშვილი: „G3 პროგრამის ფარგლებში საქართველოში 18 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა“

Maia-polit-2საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ორგანიზებით, პროგრამის - დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ (G3) შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

პროგრამის შედეგები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა და USAID-ის მისიის დირექტორმა სტივენ ჰეიკინმა შეაჯამეს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განვახორციელეთ... ყველაზე მნიშვნელოვანი არის საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფცია, რომელიც უშუალოდ ამ პროექტის ფარგლებში შემუშავდა“, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა.

ჩვენ ასევე ვმუშაობდით სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებთან, რათა ძირითად საკითხებზე მიგვეღწია კონსენსუსისთვის და მაგალითად ასეთი იყო საჯარო სამსახურის რეფორმა“, - აღნიშნა, თავის მხრივ, USAID-ის მისიის დირექტორმა სტივენ ჰეიკინმა.