აქტუალური
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა ჩატარდა

Zosime-aqt-1-rel-1საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას წილკნის მიტროპოლიტმა ზოსიმემ განაცხადა, წმინდა სინოდის სხდომაზე სხვადასხვა საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის ეკუმენიზმზე და სხვადასხვა ქრისტიანულ კონფესიებთან დამოკიდებულებაზე.
"ეკლესიის საკითხები განვიხილეთ, ისეთი არაფერი – ეკლესიის დამოკიდებულება ეკუმენიზმთან, ეკუმენისტურ მოძრაობასთან, ასევე ეკლესია და სხვა ქრისტიანული კონფესები, მათთან ურთიერთობები და ა.შ." - განაცხადა მეუფე ზოსიმემ.

მისივე თქმით, არქიმანდრიტ დიმიტრი თეთრუაშვილის საკითხის განხილვა სხდომაზე გადაიდო. გავრცელებული ინფორმაციით, არქმანდრიტი დიმიტრი ჰერეთის ეპისკოპოსად უნდა ეკურთხათ.