საზოგადოება
ბერძენიშვილი: „მაესტროში“ წინ ხუბუტია დასვან, უკან „ევრაზიული ქართველი“ გოგელია მიუჯდეს!
1Berdzen-sazog-1საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. ფრაქცია რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი მაესტროს“ დამფუძნებელ კოტე გოგელიას და ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას „ევრაზიულ ქართველებს“ უწოდებს. „ეს ცალკეულ ჟურნალისტებთან არხის მეპატრონეების დამოკიდებულება არ არის, არამედ ეს დამოკიდებულებაა, დასავლური კურსი ქვეყანას გვინდა თუ არ გვინდა. „ევრაზიული ქართველები“ კოტე გოგელია, თუ ხუბუტია ქართველი ერის ორიენტირები არ არიან. ისინი ქვეყანას საფრთხეს ვერ შეუქმნიან, უბრალოდ, ერთ ტელევიზიას განვითარების ნაცვლად, მარგინალიზაციის საფრთხეს უქმნიან. 
საქართველოში პატრიოტიზმზე არაკვალიფიციური პრეტენზიები არ გავა. რუსეთის მოქალაქე ქართველები იქ ნაშოვი ფულით გვესაუბრებიან და გვეუბნებიან, დასავლეთი არ გვინდაო. მათ ქართველობასა და კვალიფიკაციაზე ისეთი მაღალი აზრის არ ვარ, როგორც თავად არიან. 
„მაესტროს“ ეთერში წინ ხუბუტია დასვან, უკან კოტე გოგელია მიუჯდეს. ასეთი მკვახე იმიტომ ვარ, რომ ტენდენციებს ვგრძნობ და გარკვეული ინფორმაცია მაქვს, რომ ეს არ არის კონკრეტულად ამა თუ იმ ჟურნალისტის მიმართ დამოკიდებულება. გოგელია კვალიფიკაციას ვერც ვახო სანაიას დაუწუნებდა და ვერც ნინო ჟიჟილაშვილს. რუსეთში ევროპას და დოლარს ვგულშემატკივრობ, გოგელია კი არ გულშემატკივრობს. მე რუსეთის დასუსტებას ვგულშემატკივრობ, რათა მას საქართველოსა და უკრაინაზე აგრესიის რესურსი აღარ ჰქონდეს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ გოგელიას იგივე დამოკიდებულება აქვს. საინფორმაციო სივრცეში იმ ადამიანების მიმართ ძალიან მკვეთრი, მკვახე და ეკლიანი ვიქნები, რომლებიც ევროპიდან საქართველოს დისტანცირების მცდელობებით არიან დაკავებულნი. ეს ის ხალხია, რომლებიც ქართველობას ამოფარულები არიან, მაგრამ მათ ქართველების დამადასტურებელი ელემენტარული ქაღალდი - პასპორტიც არ აქვთ“,
- განუცხადა ბერძენიშვილმა „ინფო 9“-ს.