პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე პირთა 37 განაცხადი განიხილეს

1-admin-polit-1საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. საკონკურსო კომისიამ თითო ვაკანტურ ადგილზე სამი პირი შეარჩია და პრეზიდენტს გუშინ 9 კანდიდატი წარუდგინა, რომელთაგან ექვსს გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს დასამტკიცებლად შვიდი დღის ვადაში გადაუგზავნის.

ღია კონკურსი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად 8 დეკემბერს გამოცხადდა. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე და საპარლამენტო მდივნის მოადგილე ბესარიონ აბაშიძე, ასევე, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი თამარ ბენაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები: კახა კოჟორიძე, ნინო ლომჯარია, ეკა გიგაური და ხათუნა ლაგაზიძე.