პოლიტიკა
სააკაშვილის კადრებმა მერაბიშვილის „რეფომები“ დაიწყეს - უკრაინის შს მინისტრის მოადგილე სერგეი ჩებოტარიოვის კაბინეტში სათვალთვალო კამერა იპოვეს!

1-kadrebma-polit-3საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. უკრაინის შს მინისტრის მოადგილე სერგეი ჩებოტარიოვის სამუშაო კაბინეტში უშიშროების სამსახურმა ჯაშუშური მოსასმენი აპარატურა - ე.წ. ჟუჩოკი აღმოაჩინა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა და შეეძლო როგორც ვიდეო, ასევე ხმოვანი სიგნალის გადაცემა. აპარატურა კაბინეტის კარში იყო დამონტაჟებული. სპეციალისტების განცხადებით მის დამონტაჟებას 1 საათი არ ეყოფოდა.

ჩებოტარიოვის განცხადებით, სათვალვალო აპარატურას შემთხვევითი ადამიანი ვერ დაამონტაჟებდა და შესაძლოა მას შს სამინიტროს ყოფილი ხელმძღვანელობა უთვალთვალებდა. ჩებოტარევის თქმით, მის კაბინეტში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილებოდა.