აქტუალური
კომპანია „არემჯი გოლდი“: „განცხადების ავტორი მიუთითებს იმ ნორმატიულ აქტებს, რომელთა მოქმედებაც რამდენიმე წელია ძალადაკარგულია“

1-aremji-aqtual-2საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი.  კომპანია „არემჯი გოლდი“ ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კომპანია „არემჯი გოლდის“ მიერ „საყდრისის საბადოს აფეთქების უნებართვოდ განხორციელების შესახებ“ და კერძოდ, აცხადებს:

სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების შესახებსაქართველოს კანონი გაუქმებულია 2010 წლის აპრილიდან; „ტექნიკური საფრთხის შესახებსაქარველოს კანონი გაუქმებულია 2012 წლის მაისიდან; ხოლო ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია 2011 წლის იანვრიდან საერთოდ ლიკვიდრებულია.

სენიმოუწოდებს სახელმწიფოს ზიანის ანაზღაურებისა და კომპანიის საქმიანობის შეჩერებისაკენ და მდგომარეობის დამძიმების მიზნით უთითებს სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმას, რომელიც არანაირად არ ეხება კომპანიის მიერ განხორციელებულ ქმედებას და არ ითვალისწინებს კომპანიის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

„არემჯი გოლდის“ მიერ ყაჩაღიანის ბორცვზე არქეოლოგიური ობიექტის დაშლა განხორციელდა კანონიერი საფუძვლით, კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე",- ნათქვამია განცხადებაში.