პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „ქართული საქმე არის ჩვენი საქმე, ქართული საქმე! უკრაინისთვის საქართველოს სოლიდარობა და დახმარება მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების სახით გამოიხატება“

2საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. არის თუ არა უკრაინაში რუსების წინააღმდე ქართველების ბრძოლა ქართული საქმე? - ამის შესახებ 2014 წლის 26 დეკემბერის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მიმართა.

"ქართული საქმე არის ჩვენი საქმე, ქართული საქმე. უკრაინაში ქართველების ბრძოლაზე მე გეტყვით, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად გამიჯნული. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ უკრაინას მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოვუჩენდით და ეს ასეც გავაკეთეთ. იცით, რომ გავაგზავნეთ მედიკამენტები, ათასი საშუალება და ეს მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებაა. დანარჩენზე ვერ გიპასუხებთ. ჩვენ ვართ აბსოლუტურად გამიჯნული. ჩვენ უკრაინელ ხალხს ვუცხადებთ სოლიდარობას, ჩვენთვის ძალიან მძიმეა ის რაც უკრაინაში ხდება. მაგრამ, ჩვენი სოლიდარობა და დახმარება მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების სახით გამოიხატება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.