პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში რომ არ მოსულიყო, არ მოეყვანა „ქართული ოცნება“, 101%-ით გარწმუნებთ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში იქნებოდა ომი და საშინელი არეულობა, ვითარება იქნებოდა უარესი, ვიდრე დღეს უკრაინაშია!“

3საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოში ხელისუფლების ცვლილება რომ არ მომხდარიყო, ქვეყანაში ვითარება იქნებოდა უარესი, ვიდრე უკრაინაშია, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2014 წლის 26 დეკემბრის პრესკონფერენციაზე.

ერთადერთი, რაც შემიძლია პასუხისმგებლობით გითხრათ: დღეს რომ აქ მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო, 101%-ით გარწმუნებთ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში იქნებოდა საშინელება, იქნებოდა ომი და საშინელი არეულობა. ვითარება იმაზე უარესი იქნებოდა, ვიდრე დღეს უკრაინაშია! ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში რომ არ მოსულიყო, არ მოეყვანა „ქართული ოცნება“, გარწმუნებთ, რომ ვითარება გაცილებით რთული იქნებოდა, ვიდრე დღეს უკრაინაშია. ეს რეალობაა. ჩვენ პასუხისმგებლობის მქონე მთავრობა ვართ. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ საკუთარი ხალხის წინაშე. ჩვენ არ ვიქცევით და არ მოვიქცევით უპასუხისმგებლოდ. ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, რუსული ჯარები დგანან ჩვენს ტერიტორიაზე და ძალიან რთული ვითარებაა რეგიონში - უკრაინა ცეცხლის ალშია გახვეული...“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.