უცხოეთი
ნინო ბურჯანაძე: „პუტინი საქართველოს მტერი არ არის, თუმცა ის თავისი სახელმწიფოს ინტერესებს იცავს!“

1-zarub-3-ninaსაქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. ასეთი კომენტარი გაუკეთა პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის თავშეკავებულ პასუხს ჟურნალისტის კითხვაზე, მიაჩნია თუ არა რუსეთის ლიდერი საქართველოს მტრად.

ეს ის შემთხვევაა, როცა ღარიბაშვილს არ გავაკრიტიკებ. როგორ წარმოგიდგენიათ სახელმწიფოს ნორმალური ლიდერის რეაქცია, რომელიც მის ადგილას აღმოჩნდებოდა?! შემიძლია გითხრათ, რომ პუტინი საქართველოს მტერი არ არის. მას რამდენჯერმე შევხვედრივარ. პუტინი საქართველოს მტერი არ არის, მაგრამ ის თავისი სახელმწიფოს ინტერესებს იცავს“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.