პოლიტიკა
„აშშ რუსეთთან სამუშაო ურთიერთობების აღდგენას აპირებს და ამ მიზნით ორმხრივ კავშირებს გადახედავს“ - იტყობინება სააგენტო „Bloomberg“-ის ჟურნალისტი ჯოშ როგინი აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსან წარმომადგენელზე დაყრდნობით

1polit-3-analსააგენტო „ბლუმბერგის“ მონაცემებით, თეთრ სახლთან არსებულმა უშიშროების საბჭომ რუსეთთან ურთიერთობების სრული გადახედვა მოამზადა, რომელიც სახდეპის, პენტაგონისა და სხვა მინისტრთა მონაწილეობით ათობით შეხვედრას მოიცავს. „არა მგონია, რომ ახლა ვინმეს მიაჩნდეს, თითქოს შესაძლებელია ჩვენი ურთიერთობების სრული გადატვირთვა, მაგრამ ხომ შეგვიძლია დავტესტოთ რაღაცები, რისი გაკეთებაც გვსურს“, - განუცხადა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა როგინს ანონიმურობის დაცვის პირობით. ოფიციალურმა თეთრმა სახლმა უარი განაცხადა სტატიის კომენტირებაზე.

ჟურნალისტის ცნობით, ძირითადი ინიციატივა სახელმწიფო მდივან ჯონ ქერის ეკუთვნის, რომელიც შემოდგომით არაერთხელ შეხვდა რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. „ქერი ყირიმის საკითხის „გვერდზე გადადებას“ და დონბასში სიტუაციის დარეგულირების საშუალების გამოძებნას სთავაზობდა რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების ნაწილობრივი მოხსნის სანაცვლოდ“, - აცხადებს როგინი.