საზოგადოება
საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ 2015 წლის დადგომა სამხედროებთან ერთად აღნიშნა

1sazogad-3საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. ახალ წელს გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარ სერჟანტ ბესო ხატიაშვილთან ერთად, მე-5 ქვეით ბრიგადაში შეხვდა. მოგვიანებით, მათ  I ქვეით ბრიგადაში გადაინაცვლეს.  ბოლოს კი, გენერალ-მაიორი და მთავარი სერჟანტი საგურამოში სამედიცინო ბატალიონს ესტუმრნენ. სამხედრო ექიმებს ახალი წლის დადგომა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა მედეა ბეთაშვილმაც მიულოცა.

გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სამხედრო მოსამსახურეებს გაწეული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.